Belive

რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა:

,,ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. ახლა ისეთი ემოციური ვარ, როგორც არასდროს. ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებ. ფეხბურთელებს და პერსონალს უკვე დავემშვიდობე. რაც არ უნდა მომხდარიყო, წასვლას მაინც ვაპირებდი. მსოფლიო ჩემპიონებიც რომ გავმხდარიყავით, პოსტს მაინც დავტოვებდი. ეს გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე მივიღე,'' - განაცხადა მარტინესმა.

რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ,,წითელი ეშმაკები'' 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდნენ.

დღეს ბელგიამ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხორვატიასთან ფრედ, 0:0 ითამაშა და ჯგუფში ჩარჩა.

სხვა სტატიები