Belive

რობერტო სოლდადო ქართველი ფეხბურთელის გუნდელი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ესპანელი ცენტრფორვარდი - რობერტო სოლდადო ლა ლიგაში დაბრუნებული "გრანადის" ღირსებად დაიცავს. რობერტო სოლდადო ესპანურ გუნდს €1 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. ესპანელი ფორვარდის გუნდელი, ქართველი მეკარე - ლუკა გუგეშაშვილია, რომელიც "გრანადაში" სულ რაღაც 1 თვის წინ ჩაირიცხა. გავიხსენოთ - რობერტო სოლდადოს ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების კარში:

სხვა სტატიები