Belive

რობი ფაულერი: "ვერნერია თუ ვან ბასტენი?! ტიმო ლივერპულის დონის არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"Ლივერპულის" ვეტერანმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა, რომელიც ამჟამად "ბრიზბინ როურის" მთავარი მწვრთნელია, თქვა, რომ ტიმო ვერნერი მერსისაიდული კლუბისთვის საკმარისად კარგი არ არის. "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტიმო ვერნერის გარშემო აჟიოტაჟია ატეხილი, თუმცა მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ. Მესმის, რომ ის ნიჭიერი ფეხბურთელია, აქვს მატჩები, როცა განსაკუთრებულად ანათებს და თავის სათამაშო ხარისხს ხაზს უსვამს, მაგრამ არის კი ის "ლივერპულის" ამჟამინდელი შემტევი სამეულის შესაბამისი დონის?! Მე ასე არ ვფიქრობ ის უბრალოდ "ლივერპულის" დონის შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. Ჩვენ ამის შემოწმების შესაძლებლობა შემდეგ სეზონში გვექნება, თუ იგი ნამდვილად "ჩელსიში" გადავა. "Ლივერპულის" ბევრი ქომაგი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერნერი "ენფილდზე" სათამაშოდ არ გადმოვიდა, მაგრამ არამგონია ის მარკო ვან ბასტენის დონის ფეხბურთელი იყოს, რომელსაც ყველა გუნდში თანაბრად კარგად თამაში შეეძლო. Დიახ, მე ვუყურე მის მატჩებს და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ შეუძლია კი ერთი და იგივეს სტაბილურად კეთება? "ლივერპულში" არამგონია, "ჩელსიში" - ალბათ კი...", - დაწერა რობი ფაულერმა გაზეთ Mirror-ის სპეციალურად მისთვის დათმობილ რუბრიკაში. "Ლაიფციგის" თავდამსხმელს ამ სეზონში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს: ყველა ტურნირზე მან 41 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები