Belive

რობინ ვან პერსი კარიერას ასრულებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. 35 წლის ვან პერსი "ფეინოორდში" თამაშობს, იქ სადაც 17 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა. ეროვნულ ნაკრებში კი 102 შეხვედრაში 50 ბურთის გატანა შეძლო. ინგლისის პრემიერლიგაში, "არსენალის" შემადგენლობაში ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედ"-თან ერთად პრემიერლიგა. "როდის დავასრულებ კარიერას? სეზონის ბოლოს. მაშინ უკვე 36 წლის ვიქნები. ბედნიერი ვარ სამშობლოში დაბრუნებით. "ფეინოორდში" ჩემს დაბრუნებას წარმატებულად ჩავთვლი, თუ სეზონის ბოლოს ტიტულს მოვიგებთ. ამის მიხედვით გავნსაზღვრავ ჩემი კარიერის წარმატებასაც" - განაცხადა ვან პერსიმ. ჰოლანდიელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში 280 მატჩი აქვს ჩატარებული და 144 ბურთი გატანილი. პრემიერლიგიდან ის თურქეთში, "ფენერბაჰჩეს" შემადგენლობაში გადაბარგდა, სადაც 57 შეხვედრაში 25 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები