Belive

რობინიომ "სანტოსი" კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
36 წლის ბრაზილიელ შემტევს "სანტოსის" დატოვება კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში მოუწია, გულშემატკივრებისა და სპონსორების მხრიდან დიდი ნეგატიური რეაქციის გამო. რობინიო "სანტოსს" 11 ოქტომბერს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხოლო უკვე 17 ოქტომბერს მას კლუბის დატოვება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი შემტევი 2017 წელს იტალიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში ცნო დამნაშავედ. რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის ბრალდებით. "სანტოს"-მა ოფიციალური განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა: "კლუბმა და რობინიომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი 10 ოქტომბერს მოეწერა, გამომდინარე იქედან, რომ მოთამაშემ შეძლოს სრული კონცენტრაციის მოხდენა დაცვაზე იტალიის სასამართლოში". "სანტოს" ამ განცხადების გამოქვეყნება მას შემდეგ მოუწია, რაც კლუბის სპონსორი სტომატოლოგიური ფირმა Orthopride კლუბს ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრა, მათი კლიენტი ქალბატონების პატივისცემის ნიშნად. Orthopride-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის, რიჩარდ ადამის თქმით : "ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ "სანტოსის" ისტორიას, მაგრამ მოცემული მომენტისთვის გადავწყვიტეთ, რომ სპონსორობის ხელშეკრულება გავაუქმოთ. ჩვენი პროდუქციის მთავარი მომხმარებლები ქალბატონები არიან, სწორედ მათდამი პატივისცემის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით რობინიოსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ". ბრაზილიელმა შემტევმა Instagram-ზე განცხადება გაავრცელა: "მივმართავ "სანტოსის" გულშემატკივრებს და იმ ხალხს ვისაც მე მოვწონვარ, დარწმუნებულები იყავით, რომ დაგიმტკიცებთ ჩემს უდანაშაულობას". რობინიომ ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა "სანტოსთან" , რომლის მიხედვითაც ბრაზილიელს თვეში 207 ფუნტი სტერლინგი უნდა მიეღო. "სანტოსის" პრეზიდენტმა ორლანდო როლომ განაცხადა: "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიურ სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება,  "სანტოსი" ისტორიულად ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნებისმირი სახის ძალადობისა, განსაკუთრებით, თუ საქმე ქალებზე ძალადობას ეხება და ასე იქნება ყოველთვის".      

სხვა სტატიები