Belive

რობინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წლის განმავლობაში რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთად, მილანში თამაშობდნენ. ისინი შესანიშნავ დუეტს ჰქმნიდნენ და სწორედ მათი წასვლის შემდეგ დაეწყო მილანს კრიზისული პერიოდი. რობინიოს ჟურნალისტებმა შვედ ფეხბურთელზე ჰკითხეს, თუ როგორი ადამიანია ის ცხოვრებაში. "თქვენ გინდათ გაიგოთ იბრაჰიმოვიჩი ამპარტავანია თუ არა? დიახ ის ამპარტავანია, მაგრამ კარგი კუთხით. ჩემთვის ზლატანი არის მისაბაძი თავდამსხმელი. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც თავდამსხმელს ევალება." რობინიომ ასევე გაიხსენა ისტორია, როდესაც ზლატანი და გატუზო ერთმანეთს კარატეში, კონკრეტულად კი "ჯიუ-ჯიცუში" გაეჯიბრნენ. "ერთ დღეს ვარჯიშზე უცნაური რამ მოხდა. მოულოდნელად იბრაჰიმოვიჩმა და გატუზომ "ჯიუ-ჯიცუში" სპარინგი დაიწყეს. ბრძოლა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვა? რა თქმა უნდა ზლატანმა. ის ყოველთვის იგებს." - განაცხადა მადრიდის "რეალისა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები