Belive

როდის დაბრუნდება ბუდუ ზივზივაძე მოედანზე?​

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნგრული "ფეჰერვარის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სამედიცინო სტაფის ხელმძღვანელის, ტიბორ კოვაჩის დასკვნაზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"თავდამსხმელმა მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ის ექვს კვირაში შეძლებს სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებას და ვარჯიშის განახლებას", - წერს "ფეჰერვარის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ოქტომბერში, ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" მეორე გუნდში ყოფილ თანაგუნდელთან მაისურის გაცვლის გამო დააკავეს.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის ქართველ თავდამსხმელს "ფეჰერვარის" მთავარი გუნდის მაისურით 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 7 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გასი გაკეთებული.

სხვა სტატიები