Belive

როდის დაბრუნდება ლეროი სანე?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის შეტევის ხაზის ერთ-ერთი ლიდერის ლეროი სანეს დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. "ვფიქრობ სანეს დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ. მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ თითქმის მზად არის. მისი მუხლი კარგ მდგომარეობაშია, ინდივიდუალურად უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს და უახლოეს პერიოდში გუნდსაც შეუერთდება. სავარაუდოდ, ის იანვარში თამაშს მოახერხებს",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ტრავმის მიზეზით მიმდინარე გათამაშებაში გერმანელ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა წინა, საჩემპიონო სეზონში მან 10 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. პარალელურად, კლუბი 23 წლის შემტევ ნახევარმცველთან ხელშეკრულების გახანგრძლოვებაზე მუშაობს. "ქალაქელები" 7 იანვარს, მანჩესტერულ დერბიში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ინგლისის ლიგის თასის ფინალისტს გაარკვევენ.

სხვა სტატიები