Belive

როდის დაბრუნდება პოგბა? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბა ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის ბოლო ეტაპზეა. ფრანგმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. მიუხედავად სავარჯიშო პროცესში ჩართვისა, 26 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" სათამაშოდ ჯერ მზად მაინც არ არის. ინფორმაცია თავად ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა. "პოგბა სრულყოფილად მზად ჯერ არ არის, მან ვარჯიში დაიწყო, ბევრს შრომობს და სრული დატვირთვით ემზადება, მაგრამ მოედანზე გასასვლელად კიდე ცოტა დრო სჭირდება", - თქვა ნორვეგიელმა. "წითელ ეშმაკებს" შემდეგი შეხვედრა 4 დეკემბერს, "ოლდ ტრაფორდზე", ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ ელით.  

სხვა სტატიები