Belive

როდის დატოვებს კლოპი ლივერპულს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კლუბის ისტორიაში შევიდა. გერმანელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში მერსესაიდელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ხოლო მიმდინარე წელს - პრემიერლიგა. გასული წლის დეკემბერში კლოპმა "ლივერპულთან" ახალ, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იურგენმა განაცხადა, რომ 2024 წლამდე ის ინგლისს არ დატოვეს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი გერმანიაში დაბრუნდება. კლოპი "მაინცში" დაბრუნებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ 53 წლის სპეციალისტი სწორედ ამ გუნდში თამაშობდა, სამწვრთნელო კარიერაც კი "მაინცში" დაიწყო. იურგენ კლოპი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლიდან მუშაობს.

სხვა სტატიები