Belive

ცნობილია როდის დაუბრუნდება გიორგი არაბიძე მოედანს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი, გიორგი არაბიძე ტრავმირებულია. ახალგაზრდა შემტევმა 4 თვის წინ კოჭის ოპერაცია გაიკეთა. Live.Ge-ის ინფორმაციით, არაბიძე რეაბილიტაციის კურსს გადის. "ნასიონალის" საკუთრებაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ადანასპორშია" განათხოვრებული, ვარაუდობს, რომ მოედანს მარტის ბოლოს დაუბრუნდება. გიორგიმ ბოლოს თურქული კლუბის მაისური 6 ოქტომბერს მოირგო, ოპერაციამდე კი საქართველოს U21 ნაკრებში შვეიცარიასთან ითამაშა და ჯარიმიდან გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები