Belive

როდის დაუბრუნდება რონალდუ მოედანს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში პორტუგალიასა და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. შეხვედრის პირველ ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო შტაბს მისი შეცვლისკენ მიუთითა. პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ, ტრავმის სირთულეზე ისაუბრა. "ჩემს სხეულს ძალიან კარგად ვიცნობ და ვგრძნობ, რომ 1-2 კვირაში მოედანს დავუბრუნდები," - თქვა კრიშტიანუმ.

სხვა სტატიები