Belive

როდრიგო: ,,ნეიმარმა მითხრა, რომ ნაკრებიდან მისი წასვლის შემდეგ, 10 ნომერი ჩემი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალისა'' და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, როდრიგოს თქმით, ნეიმარმა ეროვნულ გუნდში მემკვიდრედ სწორედ ის დაასახელა:
,,ნეიმარმა მითხრა: ,,როცა ნაკრებს დავტოვებ, 10 ნომერი შენი იქნება.'' არც კი ვიცოდი მისთვის რა მეთქვა. ვუპასუხე, რომ მას ბრაზილიის ნაკრებში კიდევ უნდა ეთამაშა და არ უნდა ეჩქარა, რაზეც გაეცინა,'' - განაცხადა როდრიგომ.
რამდენიმე თვის წინ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნეიმარი სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. ბრაზილიელს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 119 შეხვედრაში 74 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ პელეს 3 გოლით ჩამორჩება.

სხვა სტატიები