Belive

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალმა" მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთხელ გააოცა. კარლო ანჩელოტის გუნდმა 0:1 ჩამორჩენის შემდეგ, სამი გოლის გატანა და ფინალში გასვლა მოახერხა. 3-დან 2 გოლი როდრიგოს ანგარიშზეა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ედერსონის კარი 90-ე და 91-ე წუთებზე აიღო. აღნიშნული დუბლით,  ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში როდრიგო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე ორი ბურთი 90-ე წუთზე გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. 28 მაისს მატჩს პარიზი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები