Belive

როდრიგომ შეცვლისას ანჩელოტის ხელი არ ჩამოართვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ კოპა დელ რეის ეგიდით, "რეალ მადრიდისა" და "ვილიარეალის" დაპირისპირება შედგა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რადგან გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა. პირველი ნახევარი მადრიდელებისთვის ცუდად დასრულდა. კიკე სეტიენის გუნდმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგო. თუმცა, კარლო ანჩელოტის ბიჭებმა მატჩში დაბრუნება შეძლეს და შეხვედრა მათ სასარგებლოდაც დაასრულეს. საბოლოო ანგარიში დანი სებალიოსმა დააფიქსირა და "რეალმა" შეხვედრა 2:3 მოიგო.



მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს, თუმცა, ეს ყველაფერი ნაწილობრივ ანჩელოტისა და როდრიგოს დაპირისპირებამ გადაფარა. ბრაზილიელი მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო ასენსიომ ჩაანაცვალა და როგორც აღმოჩნდა, შემტევი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. მადრიდელთა თავკაცმა მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და გაამხილა, რომ მისმა ფეხბურთელმა ხელი არ ჩამოართვა.

"ვუთხარი, რომ შეცვლისას ხელის ჩამორთმევა არ დავიწყებოდა. ვფიქრობ, მას დაავიწყდა“ - თქვა ანჩელოტიმ.

ამ თემასთან დაკავშირებით კარლოს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, მას და ფეხბურთელს შორის სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

შემდეგი შეხვედრა "რეალს" "ბილბაოს" წინააღმდეგ 22 იანვარს ელის. აღნიშნული მატჩი 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები