Belive

როდრიგოს ჩათვლით, ზიდანს შემადგენლობაში 11 თავდამსხმელი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" შემტევი ფეხბურთელების რაოდენობით გამოირჩევა. ზინედინ ზიდანს შემადგენლობაში 11 შემტევი სტილის მოთამაშე მოუგროვდა. ბევრი გუნდი ამ რაოდენობის შემტევით ვერ დაიკვეხნის. მადრიდელებმა გუშინ "სანტოსის" შემტევი, როდრიგო გოეში დაიმატეს. მანამდე კი ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი გაიფორმეს. კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო, მარიანო დიასი, ვინიციუს ჟუნიორი, ბრაჰიმ დიასი, ლუკას ვასკესი, ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი და როდრიგო გოეში. ეს იმ 10 ფეხბურთელის ჩამონათვალია, რომლებიც ახლა გუნდში ირიცხებიან. ბორხა მაიორალი კი, რომელიც იჯარის წესით "ლევანტეში" იყო განათხოვრებული, მადრიდში ბრუნდება. "რეალის" მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ მოთამაშეების უმრავლესობა ერთი სტილის ფეხბურთელია. ვინიციუსი და აზარი ერთ ფლანგზე თამაშობენ, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ ძირითადი შემადგენლობისთვის ვინიციუსმა ბელგიელს კონკურენცია გაუწიოს. როდრიგოს, ასენსიოს, ვასკესსა და ბრაჰიმს ერთი სტილი აქვთ. მადრიდის "რეალს" 11 შემტევის ერთ განაცხადში მოხვედრა გაუჭირდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე მათგანი კლუბს დატოვებს.

სხვა სტატიები