Belive

როგორ აიყვანა რონალდუმ იუვენტუსი, როგორც ბრენდი, ახალ საფეხურზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსმა" რონალდუს ტრანსფერში 99 მილიონი ევრო გადაიხადა. გარდა იმისა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "იუვეში" ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 28 გოლი გაიტანა, გუნდს დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს დახმარებით "იუვენტუსის" ბიუჯეტი 51 მილიონი ევროთი შეივსო. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში, "ბებერი ქალბატონების" ოფიციალურ გვერდებზე, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ გამომწერთა რაოდენობა 38 მილიონით გაიზარდა. "იუვენტუსში" ტრანსფერიდან 24 საათში "ბიანკონერიმ" პორტუგალიელის 520 000 მაისური გაყიდა. საერთო ჯამში, გასულ სეზონში ტურინელებმა 1.3 მილიონი მაისური გაყიდეს. იტალიური მედია კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე საუბრობს. პოსტი წარწერით: "Forza Juve", რომელიც რონალდუმ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ გამოაქვეყნა, 2 დღეში 11.4 მილიონ მოწონებაზე ავიდა. ეს Instagram-ის ისტორიაში მე-5 ყველაზე დიდი შედეგია.

სხვა სტატიები