Belive

როგორ ანადგურებდა ერთი-ერთზე გასული რონალდო მეკარეებს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა - ლეგენდარული ბრაზილიელი, "ფენომენად" წოდებული რონალდო მეკარეების ნამდვილი რისხვა იყო. საოცარი შედეგიანობის გარდა, მისი სათამაშო სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის იყო, რომ ერთი-ერთზე გასული ბრაზილიელი ნამდვილ ბრაზილიურ შოუს დგამდა: მეკარეებმა კარგად იცოდნენ, რომ რონალდო მათ მოტყუებას და ბურთის ცარიელ კარებში მშვიდად შეგორებას შეეცდებოდა, თუმცა ფენომენი მის ჩანაფიქრს ყოველთვის ლაღად, გენიალურად და მარტივად ასრულებდა. ყოველგვარი მიკერძოებისა და ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარის პოზიციიდან რომ შევაფასოთ, რონალდოს გოლები ფეხბურთის ნამდვილი მშვენება იყო. თანამედროვე ფეხბურთში მეტი პრაგმატიზმი გაჩნდა და შესაბამისად, თავდამსხმელები ზუსტ, აუღებელ დარტყმაზე უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს. ამის ფონზე, ისიც აღსანიშნავია, რომ SPORTbible-ის მონაცემებით, ბრაზილიელს კარიერაში მეკარე 88-ჯერ ჰყავს მოტყუებული და თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ბევრი ფეხბურთელი კარიერას ისე ამთავრებს, რომ 88 გოლი საერთოდ ვერ გააქვს, რონალდოს მიღწევას უდავოდ ფენომენალური შეგვიძლია ვუწოდოთ. ქვემოთ მოცემულ, 5-წუთიან ვიდეოში თქვენ ნახავთ "პსვ-ს," "ბარსელონას," "ინტერის," "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრებში მოთამაშე რონალდოს გოლებს და თითოეულ მათგანს ერთი საერთო აქვს - ძირს დაწვენილი მეკარე და ცარიელ კართან ბურთით დარჩენილი "ფენომენი."

სხვა სტატიები