Belive

როგორ ემზადებოდა იაგო ასპასი ბარსელონასთან ჯარიმის გასატანად? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში, "სელტამ" "ბარსელონასთან" საშინაო შეხვედრაში ფრე - 2:2 ითამაშა. ქულა ვიგოელებს გუნდის თილისმამ იაგო ასპასმა გადაურჩინა. "სელტას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, გატანილი საჯარიმო დარტყმის პერიპეტიებზე ისაუბრა. "ჩემი გუნდის მეკარეების მწვრთნელებთან ერთად "ბარსელონას" ვიდეო-ჩანაწერებს ვუყურე. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ იქცევიან "ბლაუგრანას" ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს. დავაკვირდი, თუ რა მიმართულებით ხტებიან ისინი და ეს პრაქტიკაში გამოვიყენე. დავინახე, რომ კედელში მდგომ ფეხბურთელებს შორის სივრცე გაჩნდა და ამით ვისარგებლე. მადლობა მწვრთნელებს დახმარებისთვის. ეს სიგიჟეა. ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით, "ბარსელონასთან" ფრე ვითამაშეთ და მატჩის შემდეგ მაინც ნაწყენები ვართ. პირველ ნახევარში სამი აშკარა მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მეორე ნახევარში შესანიშნავები ვიყავით.  მართალია, "ბარსას" მეორე გოლის ეპიზოდში შეცდომა დავუშვით, მაგრამ გათანაბრება მაინც შევძელით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ ვნებდებით. ბოლო მატჩებში, 12-დან 8 ქულა ავიღეთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. იმედი მაქვს დასახულ მიზანს მივაღწევთ", - თქვა 32 წლის ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები