Belive

როგორ გააღვიძა იურგენ კლოპმა სერ ალექს ფერგიუსონი დილის 3:30-ზე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ახსნა, თუ როგორ გააღვიძა სერ ალექს ფერგიუსონი დილის 3:30-ზე ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ. ეს ფაქტი თავად "მანჩესტერ იუანიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა ფერგიუსონმაც აღიარა. მას შემდეგ, რაც მან კლოპს მიულოცა 30 წელიწადში პირველად ჩემპიონატის მოგება, ფერგიუსონმა დაამატა:  "გპატიობ, რომ დილის 3:30-ზე გამაღვიძე და მითხარი, რომ ლიგა მოიგე". კლოპმა განმარტა თუ როგორ გააღვიძა 78 წლის ფერგიუსონი ასეთ შეუფერებელ დროს. საქმე ისაა, რომ კლოპს ძალიან ბევრი მილოცვის შეტყობინება ჰქონდა მას შემდეგ, რაც ივნისში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა და "ლივერპული" ოფიციალურად გაჩემპიონდა. თუმცა შეტყობინებების ნახვა კლოპმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა საკუთარ ოთახში დაბრუნდა საჩემპიონო ზეიმიდან. "პრობლემა ისაა, რომ იმ ღამით საკუთარ ოთახში გვიან დავბრუნდი და დაძინება პირდაპირ ვერ მოვახერხე, ამიტომ მიღებული შეტყობინებები ვნახე, ერთ-ერთი მათგანი ალექს ფერგიუსონისგან იყო",- თქვა კლოპმა. კლოპს არ ეგონა, თუ ასეთ დროს შოტლანდიელს ტელეფონი ჩართული ექნებოდა და მოლოცვას უპასუხა. გაღვიძებისათვის კლოპმა პრემიერ ლიგის 13 გზის გამარჯვებულს ბოიდიში მოუხადა.

სხვა სტატიები