Belive

როგორ გადაუხადა თურქეთში ფეხბურთელმა სამაგიერო რასისტ მეტოქეს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2012 წლის აპრილში თურქეთის ჩემპიონატში გამართულ მატჩი, რომელშიც "ფენერბახჩემ" შინ "ტრაბზონსპორი" მიიღო, ინციდენტით დასრულდა. კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს დიდიერ ზოკორას მასპინძელთა კაპიტანმა ემრე ბელიოზოგლუმ თვეების წინ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ზოკორამ მეტოქეს სამაგიერო საშინელი უხეშობით გადაუხადა, რის გამოც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე თურქ ფეხბურთელს ზოკორას თანაგუნდელები ასევე ეუხეშებოდნენ.
"როდესაც ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით, საშინელი რამ მითხრა. მას გუნდში 2 აფრიკელი ჰყავს და რატომ იქცევა ასე, არ ვიცი," - თქვა ზოკორამ მოგვიანებით.
კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
"მადლობა ღმერთს, რომ შვილი მყავს, თორემ მამა, ალბათ, ვეღარ გავხდებოდი," - თქვა ბელიოზოგლუმ.

სხვა სტატიები