Belive

როგორ გრძნობს რონალდინიო თავს ციხეში? - მისი მეგობრის მონათხრობი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რონალდინიოს მეგობრის მტკიცებით, პარაგვაის ციხეში მყოფი ბრაზილიელი ლეგენდა თავს ძალიან ცუდად გრძნობს. "რივერ პლეიტის" ყოფილმა შემტევმა, ნელსონ კუევასმა რონალდინიო მოინახულა და მასთან ვიზიტის შემდეგ დამწუხრებული დარჩა. კუევასის მტკიცებით, მიუხედავად იმისა რომ რონალდინიო კარგ პირობებში იმყოფება, იგი საკუთარ თავს არ ჰგავს და უჩვეულოდ იქცევა. არგენტინულ გამოცემასთან საუბრის დროს, ნელსონ კუევასმა აღნიშნა: "ის ძალიან დამწუხრებულია. ვიმედოვნებ საპყრობილეს მალე დააღწევს თავს. შექმნილი სიტუაციის გამო, რონალდინიო ძალიან ცუდადაა - მისი იურისტები აქტიურად მუშაობენ და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება." "პატიმრობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, რონალდინიო უფრო კარგ პირობებში იმყოფება. მიუხედავად ამისა, იგი ასეთ გარემოს არაა მიჩვეული და თავს ცუდად გრძნობს. სასჯელაღსრულების დაწესებულება საკმაოდ დიდია - აქ რონალდინიომ ფეხბურთის თამაშიც მოასწრო. საკანში მის ძმასთან ერთად იმყოფება." ციხემ, რომელშიც რონალდინიო იხდის სასჯელს ფუტზალის ტურნირს უმასპინძლა. ბრაზილიელმა ლეგენდამ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისმა გუნდმა 11:2 გაიმარჯვა. გასაკვირი არაა, რომ რონალდინიომ მისი გუნდის მიერ გატანილ ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა).

სხვა სტატიები