როგორ იკვებება რონალდუ? – პორტუგალიელის საყვარელი კერძები მანჩესტერის მენიუში შეიტანეს 

კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” მზარეულები დაარწმუნა, რომ გუნდის სასადილო მენიუში  მისი საყვარელი კერძები დაემატებინათ.

The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 36 წლის სუპერვარსკვლავმა მენიუში ისეთი კერძების შეტანა მოითხოვა, როგორიცაა რვაფეხა და პორტუგალიური ტრადიციული კერძი – ბალკაჰუ. ეს უკანასკნელი მზადდება მარილისა და კვერცხისგან.

“კრიშტიანუ ძალიან იცავს თავის პროტეინებს”, – განუცხადა ინგლისურ გამოცემას წყარომ “ოლდ ტრაფორდიდან“. ლორი, კვერცხი და ავოკადო მისი რაციონის განუყოფელი ნაწილებია და მზარეულები ცდილობენ დაეხმარონ მას, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარი სახლის სამზარეულოში. მას ასევე უყვარს რვაფეხა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელების უმეტესობა მას არ მიირთმევს, მაშინაც კი, თუ ის აშკარად იმუშავებს რონალდუსთვის!

რონიმ შეიძლება სცადა ბიჭების რამდენიმე პორტუგალიურ საჭმელზე გადაყვანა, მაგრამ თუ აქამდე ზოგს იმედი ჰქონდა, რომ ეს მხოლოდ კარგად ცნობილი ქათამი იყო, ახლა ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ!”, – იუწყება The sun-ის “მანჩესტერული” წყარო.

5 ოქროს ბურთის მფლობელის მკაცრი კვების რაციონის მთავარი სპეციფიკა ის გახლავთ, რომ “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნებული ფეხბურთელი ალკოჰოლს არასდროს იღებს და დღის განმავლობაში ექვსჯერ იკვებება.

ინგლისურ გრანდში დაბრუნების შემდეგ, რონალდუმ ყველა ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

როგორ იკვებება რონალდუ? – პორტუგალიელის საყვარელი კერძები მანჩესტერის მენიუში შეიტანეს 

სტატიის ავტორი
-