Belive

როგორ ისჯებიან ფეხბურთელები ლამპარდის ჩელსიში (ფოტო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში ლონდონის "ჩელსის" სადამსჯელო ღონისძიებები გასაჯაროვდა. როგორც ჩანს, ფრენკ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდში დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევს. "ჩელსიში" ყველაზე ძვირად ვარჯიშზე დაგვიანება "ფასობს". ფეხბურთელი ამ წესის დარღვევისთვის 20 000 ფუნტი სტერლინგით ისჯება, რაც სოლიდური თანხაა. ლონდონელთა ის მოთამაშე, რომელიც მატჩის წინა დღეს, ან ვარჯიშამდე საათნახევრით ადრე ტრავმის შესახებ მწვრთნელებს არ შეატყობინებს, 10 000 ფუნტს გადაიხდის. ლამპარდის გუნდში იკრძალება კორპორატიულ შეხვედრებზე უარის თქმა. სასჯელი ამ შემთხვევაში 5000 ფუნტია. "არისტოკრატებს" ასევე გუნდური სადილის/შეხვედრის დროს ტელეფონზე საუბარი და სატრენაჟორო დარბაზში დაგვიანება არ შეუძლიათ. საინტერესოა, რომ "ჩელსის" გუნდურ შეხვედრებზე დაგვიანებულ ყოველ წუთზე ფეხბურთელი 500 ფუნტს იხდის. როგორც ცნობილია, ჯარიმის გადასახდელად ინგლისელებს 14 დღე აქვთ. ვადის გადაცილების შემდეგ თანხა ორმაგდება. ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილ ლონდონურ კლუბში დისციპლინის მაღალი დონე შესამჩნევია. "ჩელსი" პრემიერლიგაში ზედიზედ 6 მატჩია იგებს და ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული 7 ქულით ლონდონელები "ვალენსიასთან" და "აიაქსთან" ერთად პირველ პოზიციას ინაწილებენ.    

სხვა სტატიები