Belive

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბი "აიაქსი" 1900 წლის 18 მარტს ფლორის სტემპელმა დაარსა, შესაბამისად ეს თარიღი ამ კლუბის "საიუბილეო" დღედ მიიჩნევა. თავდაპირველად "აიაქსის" ლოგო სრულიად განსხვავებული გახლდათ, ვიდრე ის დღესაა.  
  ამ ლოგოს "აიაქსი" 11 წლის განმავლობაში ატარებდა (1900-1911). 1911 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ ლოგოს შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საქმე მცირედ ცვლილებასთან, უფრო მეტად კი განახლებასთან გვქონდა.  
  ამ ლოგოთი ამსტერდამული კლუბი 1928 წლამდე ასპარეზობდა, თუმცა სწორედ ამ წლის შემდეგ, მის დიზაინში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა.  
'   სწორედ ამ ლოგოთი ასპარეზობდნენ "აიაქსის" ფეხბურთელები მაშინ, როდესაც გუნდს "ოქროს ხანა" ედგა. ლოგოზე გამოსახულია მითოლოგიური გმირი, ტროას ომის მონაწილე და აქილევსის ბიძაშვილი - სახელად აიაქსი. 1991 წლიდან დღემდე კი ჰოლანდიური კლუბის ლოგო უცვლელია:

სხვა სტატიები