Belive

როგორ იზრდება EA Sports-ის შემოსავალი მხოლოდ ერთი რეჟიმით

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Ultimate Team-ი FIFA-ს ყველაზე წარმატებული პროექტია. აღნიშნული რეჟიმი საფეხბურთო სიმულატორის უამრავ მოთამაშეს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ EA Sports-ის მისამართით კრიტიკა ყოველწლიურად უფრო იმატებს, კომპანიის შემოსავალი მაინც საკმაოდ მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელში FIFA-ს ბიუჯეტი UltimateTeam-ის რეჟიმით თითქმის სამჯერ გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშის ეს ნაწილი მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს შეადგინოს დამოუკიდებელი გუნდი და ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს სხვა მოთამაშეებს შეეჯიბროს.

EA-ის შემოსავალი 2015 წლიდან ასე იზრდება:  2020: $1.49 მლრდ 2019: $1.37 მლრდ 2018: $1.18 მლრდ 2017: $775 მლნ 2016: $660 მლნ 2015: $587 მლნ

სხვა სტატიები