Belive

როგორ შეაფასა ბარსელონას სკაუტმა 17 წლის მარადონა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო მარადონას პირველი ევროპული გუნდი "ბარსელონაა". ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიელებმა იმდროისთვის სარეკორდო 5 მილიონ ევროდ შეიძინეს. საინტერესოა, ტრანსფერამდე 4 წლით ადრე როგორ აფასებდა დიეგოს შესაძლებლობებს "ბარსელონას" სკაუტი ცესარ ლუის მენოტი. ანალიზის შედგენის დროს მარადონა მხოლოდ 17 წლის იყო. ზოგადი შეფასება: ძალიან კარგი. სიჩქარე - 9.5, საწყისი სიჩქარე - 9,5, ბურთით - 9,1, ბურთის გარეშე - 9,5, მოქნილობა - 9,5, ნახტომის სიძლიერე - 8. მორალური მდგომარეობა: მენტალური სიძლიერე - 10, ტკივილის ამტანობა - 10, კონცენტრაცია - 10, ეგოიზმი - 0, ხასიათი - 10. ტექნიკის ზოგადი შეფასება: დაუმარცხებელი სპეციფიკური ტექნიკა: არაჩვეულებრივი, ეფექტური დრიბლინგი, ძალისხმიერი, გამბედავი, ძალიან კარგი დარტყმა, საოცარი, ზუსტი პასები, მოედნის სრულყოფილი ხედვა, ლიდერობის კარგი უნარები. ინდივიდუალური ტაქტიკური მონაცემები: ინტელიგენტი, გრძნობს ფეხბურთს სრულყოფილად, აქვს კარგი ხედვა.
საბოლოო შეფასება: ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი ტექნიკური მონაცემები, მარტივი დრიბლინგი, იცის, როგორ აირიდოს ბურთი იმისათვის, რათა ის საუკეთესო პოზიციაში მდგომმა თანაგუნდელმა მიიღოს, არაჩვეულებრივი რეფლექსები, ძალიან კარგად შეუძლია ბურთის დაცვა, მისი მოკლე პასები და დარტყმები ნამდვილი საოცრებაა.
   

სხვა სტატიები