Belive

როგორ შეაფასეს ატლეტიკოსთან მარცხი ლივერპულის ფეხბურთელებმა?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი "ლივერპულსა" და "ატლეტიკოს" შორის დრამატული აღმოჩნდა - "მერსისაიდელებმა" მეტოქეს ძირითად დროში 1 უპასუხო გოლი გაუტანეს და მთელი მატჩის განმავლობაში, მოედანზე დომინირებდნენ. დამატებით დროში, ფირმინოს გოლის შემდეგ, "ლივერპულის" მეკარემ, ადრიანმა, უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მისი შეცდომით ლორენტემ ისარგებლა და ბრწყინვალე დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა. ლორენტეს გოლმა "ლივერპული" გატეხა: მალევე, ესპანელმა დუბლი შეასრულა, რასაც მორატას გოლიც მოჰყვა და შედეგად, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:4 დაფიქსირდა.

ჯორდან ჰენდერსონი

"საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს ინტენსიურად ვუტევდით, თამაშში მთელი გული ჩავდეთ და ამიტომაც, უზომოდ იმედგაცრუებულები ვართ. ასეთ მდგომარეობაში სხვა დროსაც ვყოფილვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცენტრაცია ბოლომდე უნდა შევუნარჩუნოთ. რაც შეეხება იან ობლაკს - მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ჩვენ მესამე გოლის გატანა და ინტრიგის მოკვლა ვერ შევძელით.

ჯეიმს მილნერი

თავიდანვე ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. ამის გათვალისწინებით, 1-2 გოლით მეტი უნდა გაგვეტანა. ახლა მთავარია, სეზონის ბოლომდე მაქსიმალურად ბევრი მატჩი მოვიგოთ.

ვირჯილ ვან დაიკი

ერთადერთი, რაც ვერ შევძელით, ძირითად დროში მეორე გოლის გატანა იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, ვითამაშეთ ფანტასტიკური ფეხბურთი, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი რაღაცებიც ხდება.

ატლეტიკოსთან მარცხის მიზეზებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც ისაუბრა

მდგომარეობის შესაფასებლად სიტყვების მოძიება მიჭირს. ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მეორე გოლი გავიტანეთ დამატებით დროში გავიტანეთ და არა ძირითადი დროის დასრულებამდე. ჩინებულად ვითამაშეთ, გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და გოლები, რომელიც გავუშვით, ლოგიკას არ ექვემდებარება. მეორე ტაიმის შემდეგ, გუნდი აშკარად დაიღალა: ფეხბურთელები მოედანზე ისე თავისუფლად ვეღარ მოქმედებდნენ, როგორც 90 წუთის განმავლობაში და შედეგიანი გადაცემების რაოდენობამაც იკლო," განაცხადა კლოპმა.

იხილეთ მიმოხილვა: ლივერპული Vs. ატლეტიკო

სხვა სტატიები