Belive

როგორი იქნებოდა დღეს შტუტგარტის თერთმეტეული, ფეხბურთელების შენარჩუნების შემთხვევაში ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"შტუტგარტი" ყოველთვის გამოირჩეოდა ტალანტების აღზრდით და შემდეგ მათი გაყიდვით. გერმანულ კლუბში არაერთ ვარსკვლავს უთამაშია.  გთავაზობთ იმ ფეხბურთელების თერთმეტეულს, რომლებიც კლუბმა სხვადასხვა დროს გაყიდა და როგორი იქნებოდა დღეს "შტუტგარტი" მათთან ერთად. მეკარე - ბერნდ ლენო ("არსენალი") "მეთოფეების" ძირითადი მეკარე, რომელიც "შტუტგარტიდან" "ბაიერში" გადავიდა და ამის შემდეგ ინგლისს მიაშურა. მარჯვენა მცველი - იერემი ტოლიანი ("სასუოლო") ამჟამად "სასუოლოში" განათხოვრებული ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდის ბორუსიას" ეკუთვნის. ცენტრალური მცველი - ბენჟამინ პავარი (მიუნხენის "ბაიერნი") თანამედროვეობის გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი. ფრანგმა საკუთარი თავი გულშემატკივრებს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გააცნო, სადაც იგი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. ცენტრალური მცველი - ოზან კაბაკი ("შალკე") კაბაკი ამჟამად "შალკეს" ფეხბურთელია და თურქი ერთ-ერთი გამორჩეული მცველია მის თაობაში. ცენტრალური მცველი - ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი") "არისტოკრატთა" დაცვის უცვლელი წევრი წლების განმავლობაში "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა, მაგრამ დღეს ლონდონელთა საკუთრებაა და თანამედროვე ფეხბურთში რუდიგერი ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელია. მარცხენა გარემარბი - ფილიპ კოსტიჩი ("აინტრახტი") კოსტიჩი შესანიშნავ დუეტს ჰქმინდა ყოფილ თანაგუნდელ ლუკა იოვიჩთან ერთად. სერბ ფეხბურთელს "აინტრახტის" წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ცენტრალური ნახევარმცველი - ჯოშუა კიმიხი (მიუნხენის "ბაიერნი") კიმიხი თანამედროვე ფეხბურთში რაკეტის სისწრაფით შემოიჭრა და გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. გერმანელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" შეუცვლელი ფეხბურთელია. ცენტრალური ნახევარმცველი - სამი ხედირა ("იუვენტუსი") ხედირას საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარეს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში სამი "შტუტგარტს" ნამდვილად გამოადგებოდა. ცენტრალური ნახევარმცველი - სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმი") რუდი "შალკეს" საკუთრებაა, თუმცა დღეს იგი იჯარის წესით "ჰოფენჰაიმშია" განათხოვრებული . თავდამსხმელი - სერჟ გნაბრი (მიუნხენის "ბაიერნი") განბრი ყოველდღიურად პროგრესირებს. გერმანელი ფეხბურთელი "ბაიერნის" უცვლელი წევრია და მას უდიდესი მომავალი აქვს. იყო დრო, როდესაც სერჟი "შტუტგარტისთვის" ირჯებოდა. თავდამსხმელი - ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი") ტიმო ვერნერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული ფეხბურთელია. ტიმო "ლაიპციგის" მთავარი დამრტყმელი ძალა გახლავთ, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი ფეხბურთელი "ჩელსიში" გადავა.

მაშ ასე, "შტუტგარტში" ერთ დროს ასპარეზობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კიმიხი, კოსტიჩი, პავარი ვერნერი და ა.შ ვინ იცის კლუბს, რომ არ გაეყიდა ხსენებული ფეხბურთელები დღეს რა შედეგი ექნებოდა კლუბს.

სხვა სტატიები