Belive

როგორი შემადგენლობა დააყენა ვაისმა ირლანდიასთან ბოლო მატჩში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე ირლანდიაში, "ავივაზე" გაიმართება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი ისტორიის მანძილზე ირლანდიასთან არასდროს მოუგია - 9 მატჩი, 8 წაგება, 1 ფრე. რაც შეეხება აღნიშნული გუნდების ბოლო თამაშს, საქართველო და ირლანდია ერთმანეთს ბოლოს 2017 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ. თბილისში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. ვლადიმერ ვაისმა მაშინ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა: მაკარიძე, ნავალოვსკი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, გვილია, კვეკვესკირი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ანანიძე, ქვილითაია. აღნიშნულ შემადგენლობას დღევანდელ მატჩში აუცილებლად გამოაკლდება ჯანო ანანიძე, რომელმაც შვეიცარიასთან ტრავმა მიიღო და თბილისში დარჩა.

სხვა სტატიები