Belive

როგორია როი კინის რეაქცია, როდესაც მას სელფის გადაღებას სთხოვენ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიდიხართ და შემთხვევით "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, როი კინს ხვდებით. დიდი ალბათობით, თქვენ მასთან ფოტოს გადაღებას მოისურვებთ, რათა ეს მომენტი უკეთესად დაგამახსოვრდეთ და მეგობრებსაც გაუზიაროთ. უმეტეს შემთხვევაში, ცნობილი ადამიანები სელფის გადაღებაზე უარს არ ამბობენ. ისინი ჩერდებიან და კამერის მიმართულებით იღიმებიან, თუმცა როი კინის შემთხვევაში, ყველაფერი სხვანაირად ვითარდება. მანჩესტერში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, ტომ მაკდერმოტმა Twitter-ზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: "ახლახანს როი კინი დავინახე, ლოურის მიმართულებით, ხიდზე გადადიოდა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა. ალბათ ვინმემ სელფის გადაღება სთხოვა."

ინგლისის კრიკეტის ნაკრების მოთამაშე, ჯიმი ანდერსონი ჰყვება მომენტს, როდესაც როი კინს სელფის გადაღება სთხოვეს.
კინმა მაშინვე ჰკითხა, თუ რატომ უნდა გადაეღო მასთან ერთად სელფი. იმ ადამიანმა უპასუხა, რომ სურდა, ფოტო მეგობრებისთვის ეჩვენებინა. ირლანდიელმა კი უთხრა: "უბრალოდ უთხარი მათ, რომ დამინახე." ეს იყო და ეს.
Irish Daily Star-ის ჟურნალისტმა, კირან კანინგჰემმა, ის სელფები შეაგროვა, სადაც "ღიმილიან" როი კინს ნახავთ.
KCsixtyseven-1040189218235011072-20180913_144330-img1


სხვა სტატიები