Belive

როი კინი: "მანჩესტერ იუნაიტედი ტიტულისთვის ბრძოლამ შეაშინა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "არსენალთან" დაფიქსირებული ნულოვანი ფრის გამო გააკრიტიკა. პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში "არსენალსა" და "იუნაიტედს" შორის გაიმართა, შეხვედრამ მოლოდინები ვერ გაამრთლა და ფერდ 0:0 დასრულდა. "წითელი ეშმაკების" ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედს" ტიტულისთვის ბრძოლის შეეშინდა. 
" გუნდს თითქმის არ სჯეროდა, რომ გამარჯვება შეეძლო. "არსენალს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ მათ მაინც მაღალ დონეზე ითამაშეს. "იუნაიტედს" ხარისხი და თამაშში გამარჯვების მოპოვების სურვილი აკლდა. "მეთოფეებმა" ფრე ნამდვილად დაიმსახურეს". " როდესაც "იუნაიტედმა" ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში მწვერვალს მიაღწია, ხალხმა ლაპარაკი დაიწყო იმის თაობაზე, შეძლებდნენ თუ არა ჩემპიონატის მოგებას და "სიტისთან" გათანაბრებას. როგორც ჩანს, ფეხბურთელებს ამ გამოცდის შეეშინდათ, უკეთ რომ ვთქვათ, ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ". " სულშერი თავის მოთამაშეებზე სულ ამბობს, რომ ისინი გამარჯვებულები არიან. ჰოდა, გვაჩვენეთ, რა შეგიძლიათ. ეს ხომ "მანჩესტერ იუანიტედია". აუცილებელია, რომ რთული მატჩები და მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგოთ. ვუყურებ მათ, როგორ მიიწევენ მაღალი პოზიციისკენ და ვფიქრობ ,მზად არიან თუ არა? მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ამის ეშინიათ. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობთ? მაშინ იმოქმედეთ შესაბამისად",- აცხადებს როი კინი Sky Sports-თან ინტერვიუში.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუანიტედი" 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "სიტის" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდს ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს.

სხვა სტატიები