Belive

როი კინი: მანჩესტერ იუნაიტედი მტირალა ბავშვების გუნდად გადაიქცა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი მანჩესტერ იუნაიტედს აკრიტიკებს. მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს "მტირალა" ბავშები უწოდა და სატურნირო ცხრილში მძიმე მდგომარეობის ფონზე ჟოზე მოურინიოს წარმატება უსურვა. როი კინმა ინგლისურ პრესასთან "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა: "გუნდში არეული სიტუაციაა, ზოგ ფეხბურთელს არ მოსწონს ჟოზე მოურინიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, ხოლო ზოგს კი პირიქით, რაც გუნდში არეულობას იწვევს. ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება არ მოგწონდეს სამწვრთნელო შტაბი, თუმცა როდესაც შენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ხარ, უნდა შეეგუო ყველაფერს და უნდა იბძოლო მიზნის მისაღწევად. როდესაც მოედანზე გამოდიხარ, შენ თამაშობ შენი თავისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი სამშობლოსთვის და შენი გულშემატკივრისთვის. გულშემატკივარს არ აინტერესებს შენ მოგწონს თუ არა შენი მწვრთნელი, ყველა ითხოვს შედეგს და ამიტომ შენ უნდა ითამაშო შენი თავისთვისა და ოჯახისათვის. როდესაც ამაზე ფიქრობ, შენთვის იქ უკვე მეორე ხარისხოვანია მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი. თამაშის დროს უნდა ისიამოვნო, უნდა ითამაშო შედეგზე. მოედნის საფარის გარეთ შეგიძლია ფიქრი იმაზე, რომ არ მოგწონს შენი მწვრთნელი, თუმცა მოედანზე უნდა ისიამოვნო, უნდა ითამაშო და არ უნდა დაიტვირთო თავი ზედმეტი ფიქრისგან. უნდა ითამაშო სულისკვეთებით და შედეგი აუცილებლად მოვა." - განაცხადა როი კინმა და "იუნაიტედის" ფეხბურთელებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.    

სხვა სტატიები