Belive

როი კინი შესაძლოა აზერბაიჯანის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როი კინი სამწვრთნელო კარიერას შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კინმა შესაძლოა აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრები ჩაიბაროს. "ნოტინგემ ფორესტის" ასისტენტი მენეჯერის პოსტის დატოვების შემდეგ, კინი Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველის როლში მოგვევლინა და ახლა შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებში, "ასტონ ვილაში", "იფსვიჩსა" და "სანდერლენდში" მუშაობის გამოცდილება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია კინის კანდიდატურით აქტიურად არის დაინტერესებული და მის პასუხს ელოდება.  

სხვა სტატიები