Belive

როინ კვასხვაძე დინამოელია - საქართველოს ნაკრების მეკარე მოქმედ ჩემპიონს შეუერთდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისს" ახალი მეკარე ჰყავს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს როინ კვასხვაძე შეუერთდა. ეროვნული გუნდის გოლკიპერმა, რომელმაც ქუთაისის "ტორპედო" დატოვა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის მეკარეს კარიერის განმავლობაში კვიპროსის ჩემპიონატში და "ზესტაფონის" შემადგენლობაშიც უთამაშია, თუმცა ყველაზე ხანგრძლივად ის "ტორპედოს" კარს იცავდა, სადაც ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა და ევროპის ლიგის ფლეი-ოფშიც ითამაშა.  

სხვა სტატიები