როისი: “სანჩო დორტმუნდში რჩება”

Sky Germany-სთან საუბარში “დორტმუნდის” კაპიტანმა მარკო როისმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. როისის მტკიცებით, ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის გრანდს არ დატოვებს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლების მიერ გამოჩენილი აქტიური ინტერესის მიუხედავად, ტრანსფერი დიდი ალბათობით არ განხორციელდება. სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როისმა შემდეგი პასუხი გასცა: “ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ სანჩო კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაიცავდა “დორტმუნდის” ღირსებას. სანჩოს საგოლე გადაცემების შესრულებისა და გოლების გატანის ალღო აქვს, რის შედეგადაც არაერთი ქულა მოვიპოვეთ.

“ითამაშებს თუ არა ის მესისა და რონალდუს დონეზე? დრო გვიჩვენებს. სანჩოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს.”

(33)

როისი: “სანჩო დორტმუნდში რჩება”

სტატიის ავტორი
-