Belive

როისის მორიგი ტრავმა - დორტმუნდში დაბრუნების თარიღიც არ იციან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარკო როისს კვლავ ტრავმები ტანჯავენ - გერმანელ ფეხბურთელს ამჯერად ახალი ტრავმა აქვს. დორტმუნდის "ბორუსიამ" ახალი სეზონისთვის მზადება დღეს, ხუთშაბათს დაიწყო. როისი კი, რომელსაც თებერვლის შემდეგ საზარდული აწუხებდა,  საწვრთელ პროცესში ვერ ჩაერთო. როგორც გერმანული მედია იტყობინება, მარკოს ახლა მყესის ტრავმა აქვს და გერმანელმა ექიმებმა ისიც კი არ იციან, თუ როდის უნდა ელოდონ 31 წლის ნახევარმცველის მოედანზე დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასული სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მარკოს 19 თამაშში 11 გოლი ჰქონდა და ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, სავარაუდოდ, საუკეთესო პირად სტატისტიკას დააფიქსირებდა.

სხვა სტატიები