Belive

როისმა დორტმუნდის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგი" ანგარიშით 7:0 გაანადგურა, სადაც მარკო როისმა საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა. "ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამისთვის დიდი დრო დამჭირდა და იმედი მაქვს რომ ამაზე არ გავჩერდები", - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 29 წლის გარემარბი ტრავმებისაკენ ძალიან არის მიდრეკილი - 2011 წლის შემდეგ მარკო როისს ლაზარეთში ზუსტად 774 დღე აქვს გატარებული, რის გამოც, ცხადია, პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ შეძლო.

იხილეთ როისის მიერ გატანილი ტოპ 10 გოლი

სხვა სტატიები