Belive

რონალდუ: "არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ცუდად ვთამაშობდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა, საფინალო შეხვედრა მათ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბედნიერი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტებთან საკუთარ თავზე გულწრფელად ალაპარაკდა. "16 წლის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ცუდად ვთამაშობდი. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მოგებულ ტიტულებთან და თასებთან. ტიტულებით გატაცებული ნამდვილად არ ვარ, თუმცა არც ტყუილის თქმას ვაპირებ - მე ისინი ძალიან მომწონს", - განაცხადა 34 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა. შეგახსენებთ, რომ 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონი, რონალდუმ ტურინის "იუვენტუსის" რიგებში გაატარა, სადაც 43 შეხვედრაში 28 გოლისა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები