Belive

რომ არა ფეხბურთი: რა პროფესიის იქნებოდა პრემიერლიგის 20 კაპიტანი 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
წარმატებულ ფეხბურთელებს ხშირად ეკითხებიან თუ რა პროფესიას აირჩევდნენ ხელახლა რომ დაბადებულიყვნენ. მართლაც, საინტერესოა რა საქმიანობით დაკავდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ათასობით გულშემატკივრისთვის კერპადაც კი იქცნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც წარმატების მიღწევამდე სხვადასხვა მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, მაგალითად ჯეიმი ვარდი... პრემიერლიგის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა Twitter-ში თითოეული გუნდის კაპიტანი მათი პიროვნებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით ახალ პროფესიას მოარგო. "არსენალი" - ჰექტორ ბელერინი 
No description available.
ესპანელი განაპირა მცველი ლონდონის პრესტიჟულ უბანში სილამაზის სალონში მუშაობს. მისი მეგობრების უმეტესობა გოგონაა. "ასტონ ვილა" - ჯეიმს ჩესტერი  ამჟამად "სტოკში" განათხოვრებული ფეხბურთელი საოჯახო წვრილმან საკითხებში კარგად ერკვევა და სანტექნიკოსის პროფესიას ირგებს.
No description available.
"ბორნმუთი" - სიმონ ფრენცისი ამავე ქალაქის კრიკეტის გუნდის კაპიტანი.
No description available.
"ბრაიტონი" - ლუის დანკი  თვითდასაქმებული სახლის მშენებელი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი სახურავზე აქვს გატარებული.
No description available.
"ბარნლი" - ბენ მი  გამოცდილი პოლიციელი, რომელიც ბარნლიში 20 წლის განმავლობაში მსახურობს.
No description available.
"ჩელსი" - სეზარ ასპილიკუეტა  მიმტანი ძვირადღირებულ ესპანურ რესტორანში. უყვარს ესთეტიკა და სახლს ძვირფასი ჭურჭელით ალამაზებს.
No description available.
"კრისტალ პალასი" - ლუკა მილივოიევიჩი  დასაქმებულია ოფისში. სიტყვაძუნწი. კომპანიის საფეხბურთო გუნდში საჯარიმო დარტყმების საუკეთესო შესმრულებელია.
No description available.
"ევერტონი" - სიმუს კოულმენი  დროის უმეტეს ნაწილს არისტოკრატული ტიპის სახლში, ჩაის სმაში ატარებს.
No description available.
"ლესტერი" - კასპერ შმეიხელი  წარმატებული კომპანიის მოდელი. ყოველთვის მოდური ტანისამოსით გადაადგილდება.
No description available.
"ლივერპული" - ჯორდან ჰენდერსონი  დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. აქვს არხი YouToube-ზე.
No description available.
"მანჩესტერ სიტი" - დავიდ სილვა  ცნობილი გამომსვლელი ინგლისურ და ესპანურ ენაზე. კითხულობს ლექციებს ესპანური სამზარეულოსა და თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ.
No description available.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰარი მაგუაირი  მოსიარულე იუმორისტული წარმოდგენის მონაწილე. იღებს სატელევიზიო სკეტჩებს.
No description available.
"ნიუკასლი" - ჯამალ ლასელსი  ფრანგი პოეტი. ღამეს "ნიუკასლის" წყნარ ბარში ატარებს.
No description available.
"ნორვიჩი" - გრენტ ჰენლი  ტაქსის მძღოლი. მხარს უჭერს შოტლანდიის დამოუკიდებლობას.
No description available.
"შეფილდი" - ბილი შარპი  აუზების დამსუფთავებელი. უყვარს ზღვა და ბევრს მოგზაურობს. ყოველდღიურად დებს პოსტს Instagram-ში.
No description available.
"საუტჰემპტონი" - პიერ-ემილი ჰოიბერგი დაკრძალვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ხშირად ეხმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
No description available.
"ტოტენჰემი" - უგო ლორისი აბსტრაქტული ხელოვანი. ხატავს ქუჩაში, ძირითადად ოქსფორდის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე. უყვარს მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟების ხატვა.
No description available.
"უოტფორდი" - ტროი დინი ახალგაზრდა სტუდენტების დამსაქმებელი. ბოლივიის მეორე დივიზიონში თამაშისას 200 ევროს გამოიმუშავებდა.
No description available.
"ვესტ ჰემი" - მარკ ნოუბლი  ფოსტალიონი. ცნობილია იმით, რომ მოხუც ქალბატონებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, უყვარს სუდოკუსა და კროსვორდების შევსება.
No description available.
"ვულვზი" - კონორ კოუდი  საბავშვო ტელევიზიიის გამხმოვანებელი. უყვარს ძაღლები და თოჯინები.
No description available.

სხვა სტატიები