Belive

რომა ბილეთების გაყიდვით მიღებულ თანხას შახტარს გადასცემს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიური კლუბი უკრაინელი ხალხის დახმარებას განაგრძობს.

,,კიდევ ერთხელ, რომა გამოიყენებს სპორტის ძალას, რათა მხარი დაუჭიროს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს თავისი ქმედებებით, როგორც მოედანზე, ასევე - მის ფარგლებს გარეთ, როგორც ეს ადრე, ავღანელი და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გააკეთა. მატჩში გამოყენებული მაისურები ხელმოწერილი იქნება და აუქციონზე გაიყიდება, მთელი შემოსავალი კი უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. ინიციატივა აქ არ მთავრდება. იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ კლუბის სრულ მხარდაჭერას, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ,,შახტარს'' გადაეცემა.''
დღეს ამხანაგურ შეხვედრაში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე'', ,,რომა'' დონეცკის ,,შახტარს'' უმასპინძლებს. რომაული კლუბის ვებგვერდის ცნობით, მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

სხვა სტატიები