Belive

რომა მზადაა ისკოსთან კონტრაქტი გააფორმოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისკომ, რომელიც "რეალის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტია, კარიერა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველით "რომა" ინტერესდება. ჟოზე მოურინიოს გუნდი მზადაა, რომ ისკოსთან კონტრაქტი გააფორმოს. აქვე გეტყვით, რომ რომაელებმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ასევე უფასოდ დაიმატეს ნემანია მატიჩი. იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, "რომას" სურს, რომ ისკოს 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს. უახლოეს დღეებში მხარეები მოლაპარაკებას გამართავენ. 30 წლის შემტევი ნახევარმცველი 2013 წლიდან "რეალში" თამაშობდა. "ბლანკოსის" მაისურით ისკო ალარკონმა 353 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები