Belive

რომამ დე როსის დაბადების დღე მიულოცა, მაგრამ პოსტერზე შეცდომით დიბალა განათავსა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და "რომას" ლეგენდა - დანიელე დე როსი იუბილარია. ნახევარმცველი, რომელმაც "ჯალოროსის" მაისური 459 შეხვედრაში მოირგო, 38 წლის გახდა. რომაულმა გრანდმა დანიელე დე როსის დაბადების დღის მისალოცი პოსტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, პოსტერზე მის ნაცვლად პაოლო დიბალას ფოტო განათავსა.
295681186_3265921716953508_4220147901971013566_n

რომაული გრანდის სახალისო შეცდომას დანიელე დე როსი გამოეხმაურა, რომელმაც "რომას" მადლობა გადაუხადა და საჩუქრად დიბალას 20 მაისური მოითხოვა.
"მადლობა "რომა". მიყვარხართ და ძალიან მენატრებით. საჩუქრის სახით, გთხოვთ, პაოლო დიბალას დაახლოებით 20 მაისური გამომიგზავნოთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური კარიერა უკვე დავასრულე, გულშემატკივრები სამახსოვრო მაისურებს დღემდე მთხოვენ. მადლობა.", - აღნიშნა დანიელე დე როსიმ.

სხვა სტატიები