Belive

რომან აბრამოვიჩი ჩელსის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდი ბრიტანეთის მიერ რომან აბრამოვიჩის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, პრემიერლიგამ რუსი მილიარდერი ,,ჩელსის'' ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნა. 10 მარტს, ვლადიმერ პუტინთან კავშირისთვის, ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. სასჯელი ,,ჩელსისაც” შეეხო – ლონდონური გუნდი საშინაო მატჩებზე ბილეთებს ვერ გაყიდის და შეხვედრებს მხოლოდ ის გულშემატკივრები დაესწრებიან, ვისაც სეზონური აბონიმენტი აქვთ ნაყიდი. გარდა ამისა, კლუბი ვერც ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას შეძლებს. მას შემდეგ რაც, აბრამოვიჩის ინგლისში ცხოვრებას საფრთხე დაემუქრა, ბიზნესმენმა ,,ჩელსის'' გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა დაწესებული სანქციებით ესეც აეკრძალა. რუსმა ოლიგარქმა ლონდონური გუნდი 2003 წელს შეიძინა. მას შემდეგ ,,არისტოკრატებმა'' პრემიერლიგა 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა კი 2-2-ჯერ მოიგეს.


სხვა სტატიები