Belive

რომან აბრამოვიჩი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მსოფლიო ერთი, უხილავი მტერის წინააღმდეგ იბრძვის, ამ ბრძოლაში კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაერთიანებულია და მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რომან აბრამოვიჩიც ჩაერთო, რომელმიც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს 78,000 სადილით დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 24/7-ზე მუშაობს. რომან აბრამოვიჩის დახმარებით კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის პერიოდში უამრავი ადამიანი მიიღებს საკვებს. აქცია 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, თითო კვირაში 13,000 "სადილი" მიეწოდებათ ადამიანებს, ჯამურად კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 78,000. მიწოდების სერვისს კომპანია Levy უზრუნველყოფს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მდგომარეობა საკმაოდ რთულადაა - 103,093 ინფიცირებული ჯამურად, საიდანაც 13,729 ადამიანი გარდაიცვალა.  

სხვა სტატიები