Belive

რომან ფიფია: "დინამოს შეძენის ინტერესი საქართველოდან არავის გამოუხატავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს 18-გზის ჩემპიონის, "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არის რამდენიმე გამოხატული ინტერესი, როგორც კლუბის მთლიანად გასხვისებასთან, ასევე პარტნიორობასთნ დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღეს საქართველოდან ინტერესი არავის გამოუხატავს, არც იმ ხალხს, ვისაც შეუძლია „დინამოში“ ჩადოს დიდი საშუალებები და განვითარების სხვა ეტაპზე გაიყვანოს – არც რომელიმე ბიზნესმენს. ბოლო ევროთამაშებმა ნათლად დამანახა, რომ ის სახსრები, რაც მე შემიძლია „დინამოში“ დავხარჯო, საკმარისი არ არის. ამიტომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რადგან ეს არ არის კომერციული ობიექტი, რომელსაც როგორც გინდა ისე მოეპყრობი. „დინამომ“ 2011 წლიდან ინფრასტრუქტურულად დიდი განვითარება განიცადა, რაც გუნდს არასოდეს ჰქონია – მე არ ვგულისხმობ აფხაზეთში სახელმწიფო ობიექტებს რომ აშენებდნენ. დამნახავი ამას დაინახავს, დაუნახავი კი ამას არც შეხედავს ერთი საკმაოდ დიდი კომპანიაა, მაგრამ ქვეყნები არ მინდა დავაკონკრეტო. ერთი არასასურველი ქვეყნიდანაა, რომელზეც ლაპარაკი არ მინდა. გუნდი, სტაფი და მენეჯმენტი მუშაობს და სანამ მე ვარ დაკავებული ახალი პარტნიორების თუ გასხვისების თემით, მანამდე გუნდს არაფერი დააკლდება. პარტნიორს გააჩნია. თუ საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მზად ვარ პრეზიდენტობა დავუთმო. ამისთვის აუცილებელი არაა, რომ ეს ადამიანი მაკონტროლებელი იყოს. ვიმეორებ, მთავარი „დინამოს“ კეთილდღეობაა. მე გუნდში ჩავდე ათეულობით მილიონი, გავზარდე ვარსკვლავები „დინამოს აკადემიაში“ იმ ოქროს ხალხთან ერთად, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ იმისთვის, რომ იქ ფეხბურთელები გაზარდონ. შეცდომები ყველას მოსდის და მეც მომსვლია, მაგრამ ყველაზე გულსატკენი უმადურობაა – ეს არ შეიძლება. მე რომ მართალი ვიყო ჩემს ქომაგებთან, ამ ნაბიჯს ვდგამ და მზად ვარ („დინამოს“ გასასხვისებლად). ვინმეს თუ უნდა აქ მოვიდეს, მზად ვარ შევხვდე და ვანახო ხალხს, რომ გამოჩნდა ეს ადამიანი, ვინც მზადაა, რომ „დინამოში“ ფული დახარჯოს იმ დონეზე, რომ გუნდი ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. ვეუბნები მათ, ვინც უნდა მოვიდეს და მათაც, ვისაც ჰგონია, რომ აქ რაღაცას ვეპოტინები – მე არაფერს ვეპოტინები. მე 11 წელი „დინამოს“ მოფერებაში, დავარცხნასა და სიყვარულში გავატარე. ეს ჩემი ოჯახია. ეს არაა უბრალოდ გუნდი, ეს ქვეყნის სახეა", - თქვა რომან ფიფიამ.
 

სხვა სტატიები