Belive

რომარიო ბრაზილიის სენატის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი - რომარიო, ბრაზილიის სენატში აირჩიეს და ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

გამოკითხვის 94,82%-ის დათვლის შემდეგ, მას ხმების 29,05% აქვს მიღებული, რაც 2 240 045 ხმის ტოლფასია. რომარიო სენატში რიო-დე-ჟანეიროს წარმომადგენელი იქნება.

რომარიომ სოციალურ ქსელში ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიის მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხის მისაღწევად. ეს არჩევნები დიდი ბრძოლა იყო, მე მშიშარა კონკურენტები მყავდნენ, მაგრამ მოსახლეობა არ მოტყუებულა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის“, - წერს ლეგენდარული ფეხბურთელი და ახლა უკვე სენატორი.

რომარიო რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა და 56 წლისაა. იგი ითვლება ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ. იგი 1994 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე 2-გზის კოპა ამერიკის გამარჯვებულია. რომარიოს ლეგენდარულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მან 1994 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

ლეგენდარულმა ფეხბურთლმა თავისი პოლიტიკური კარიერა 2010 წელს, 49 წლის ასაკში დაიწყო.

სხვა სტატიები