Belive

რომას უარის შემდეგ, ბარსელონამ გამპერის თასზე ახალი მეტოქე მიიწვია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამპერის თასზე, რომელიც 7 აგვისტოს გაიმართება, ,,ბარსელონა'' მექსიკურ ,,პუმასს'' დაუპირისპირდება. ინფორმაცია კატალონიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. ,,ბარსელონას'' თავდაპირველად მატჩი ჩანიშნული ,,რომასთან'' ჰქონდა, თუმცა იტალიურმა კლუბმა თამაშზე უარი თქვა. შეხვედრა უნდა გამართულიყო ,,ბარსელონასა'' და ,,რომას'' ქალთა გუნდებს შორისაც, რაც ასევე შეიცვალა და ახლა ,,ბლაუგრანას'' თამაში 23 აგვისტოს, ,,მონპელიეს'' წინააღმდეგ მოუწევს. ჟოან გამპერის თასი 1966 წლიდან იმართება. გასულ წელს ,,ბარსელონამ” ტურინის ,,იუვენტუსი” 3:0 დაამარცხა. კატალონიელებს თასი ყველაზე მეტჯერ, 44-ჯერ, აქვთ მოგებული.


სხვა სტატიები