Belive

რომას ვერონასთან ფრედ ნათამაშები მატჩი წაგებად ჩაეთვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
19 სექტემბერს სერია ა-ს 2020/2021 წლების ახალმა სეზონმა აიღო სტარტი, სადაც პირველივე სათამაშო დღეს მხოლოდ ერთმა გრანდმა ითამაშა. დედაქალაქურმა კლუბმა "რომამ" სტუმრად 0:0 ეთამაშა "ვერონას". ეს მატჩი 0:0 კი დასრულდა და კლუბებმა თითო-თითო ქულა ჩაიწერეს ცხრილში, თუმცა როგორც ახლა ირკვევა ეს მატჩი "რომას" 3:0 წაგებად ჩაეთვალა. მიზეზი კი ის არის, რომ მათ განაცხადში ჰყავდათ გვინეელი ფეხბურთელი - ამადუ დიავარა, რომელიც "რომას" U22 გუნდის განცხადში იყო შეყვანილი. სერია ა-ს მესვეურებმა ამ ფაქტის გამო დედაქალაქური კლუბი დასაჯეს და "ვერონასთან" ნათამაშები ფრე წაგებად ჩაუთვალეს.

სხვა სტატიები