Belive

რომელ ადგილზეა კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Transfermarkt-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში. მას შემდეგ, რაც ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი 2018 წელს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბრაგდა, მან იტალიის ჩემპიონატში 55 გოლის გატანა შეძლო. კრიშტიანუ სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში მე-9 ადგილს 54 მილიონი ფუნტი სტერლინგის სატრანსფერო ღირებულებით იკავებს, ზუსტად იგევე სატრანსფერო ღირებულება აქვს "მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას. უშუალოდ "იუვენტუსში" რონალდუ სატრანსფერო ღირებულებით მე-3 ადგილს იკავებს.მე-2 და პირველ ადგილს კი მატიას დე ლიხტი და პაულო დიბალა იკავებენ. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "ინტერის" ბელეგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუა 76 მილიონი ფუნტი სტერლინგის სატრანსფერო ღირებულებით. ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმოსვლის შემდეგ მშვენივრად შეეწყო იტალიურ კლუბს და გასულ სეზონში 57 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. რთული პერიოდის შემდეგ ლუკაკუ ახლა ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. 10 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის რეიტინგი სერია ა-ში:   10. არტური (იუვენტუსი)- 54 მილიონი 9. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)- 54 მილიონი 8. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)- 54 მილიონი 7. სტეფან დე ვრი (ინტერი)- 54 მილიონი 6. სერგერი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო)- 58.50 მილიონი 5. კალიდუ კულიბალი (ნაპოლი)- 58.50 მილიონი 4. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)- 63 მილიონი 3. მატიას დე ლიხტი (იუვენტუსი)- 63 მილიონი 2. პაულო დიბალა (იუვენტუსი)- 72 მილიონი 1. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)- 76.50 მილიონი 

სხვა სტატიები